გრეგოროვა - აირჩიეთ სწორი მხარე, ან ჩვენ აღარ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ დადგეთ ჩვენს გვერდით

თქვენ უნდა აკეთებდეთ ყველაფერს იმისთვის, რომ გახდეთ უფრო ახლოს ევროკავშირთან და ამის მაგივრად თქვენ ჩვენი მიმართულებით ისვრით ქვებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატებისას განაცხადა. 

"ინტენსიურად ვმუშაობდი იმაზე, რომ საქართველო დამეახლოებინა ევროკავშირთან, მაგრამ ახლა მაქვს შთაბეჭდილება, რომ რაც არ უნდა გავაკეთოთ, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ან მთავრობის სხვა წარმომადგენლები პერსონალურად გვესხმიან თავს, ყველაფერში ჩვენ გვადანაშაულებენ. 

მინდა მთავრობას შევახსენო ერთი რამ - ჩვენ არ ვართ აქ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ, თქვენ თქვენი ნებით მოაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას.

თქვენ უნდა აკეთებდეთ ყველაფერს იმისთვის, რომ გახდეთ უფრო ახლოს ევროკავშირთან და ამის მაგივრად თქვენ ჩვენი მიმართულებით ისვრით ქვებს.

ამიტომ, მოდით, აირჩიეთ სწორი მხარე, ან ჩვენ აღარ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ დადგეთ ჩვენს გვერდით", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები