მარკეტა გრეგოროვა - ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუციაა თამაზ გინტურის მკვლელობაზე, რადგან ის ძალიან მკაცრია რუსეთის მიმართ

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუციაა თამაზ გინტურის მკვლელობაზე, რადგან ის ძალიან მკაცრია რუსეთის მიმართ, ასევე იმის მიმართ, რასაც რუსი ჯარისკაცები აკეთებენ მუდმივად, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ "ფორმულასთან" განაცხადა.

"ეს არის მკვლელობაც, ბორდერიზაციაც და ოკუპაციაც. ალბათ, არ არის დამთხვევა, რომ მკვლელობა და გატაცება მოხდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შესაძლებლობის გამოცხადებისთანავე. არ ვფიქრობთ, რომ რუსეთი რაიმეს შემთხვევით აკეთებს. ვფიქრობთ, რომ მათ საქართველოს მოქალაქეების და მთავრობის დაშინება სურთ, ჩვენ კი გვინდა მხარი დაგიჭიროთ და გაჩვენოთ, რომ თქვენს გვერდით ვდგავართ და რუსეთის არ უნდა შეგეშინდეთ", - აცხადებს ევროპარლამენტარი.

ევროპარლამენტში ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობაზე რეზოლუციას უყრიან კენჭს. პლენარული სხდომის დღის წესრიგის თანახმად, საკითხზე დებატები დღეს, 22 ნოემბერს შედგება, დოკუმენტს კენჭს კი სავარაუდოდ ხვალ, 23 ნოემბერს უყრიან.

რეზოლუციის თანახმად: ევროპარლამენტი კატეგორიულად გმობს თამაზ გინტურის მკვლელობას და ლევან დოთიაშვილის უკანონო დაკავებას რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან.

ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ სისხლის სამართლის დანაშაულზე უნდა აგონ პასუხი და გადაეცეს მართლმსაჯულებას გინტურის მკვლელობასა და დოთიაშვილის გატაცებაზე პასუხისმგებელი პირები, მათ შორის, რუსეთის უმაღლეს სამხედრო და პოლიტიკურ ეშელონებში და რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტში.

ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოს, გადახედოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას და დაუწესოს სანქციები ჩამოთვლილ ინდივიდუალურ პირებს და მხარი დაუჭიროს სხვა თანამოაზრე პარტნიორების მიერ ანალოგიური ზომების გატარებას.

ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ რუსეთის მხრიდან რაიმე სახის პროვოკაციამ, რომელიც გამიზნულია სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განადგურებისკენ, არ უნდა მოახდინოს გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები