ოსტინი - აშშ მხარს უჭერს პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებებს ბახმუტთან დაკავშირებით

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებებს ბახმუტის დასაცავად, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

"უკრაინელებმა ბახმუტის რაიონში რაღაც არაჩვეულებრივი გააკეთეს. რუსებს უკვე 7 თვეა სურთ ამ ქალაქის აღება, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალების ძალისხმევით იქ წარმატებას ვერ მიაღწიეს", - განაცხადა ოსტინმა.

პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, თუ ზელენსკი იტყვის, რომ აუცილებელია ძალების გადაჯგუფება, ეს ომის წაგებას არ ნიშნავს.

"პრეზიდენტი ზელენსკი იბრძვის, ის ჩართულია კონკრეტულად გადაწყვეტილების მიღებაში, თუ რა არის მნიშვნელოვანი და რა არ არის მნიშვნელოვანი თავდაცვისთვის. თუ ზელენსკი ამბობს, რომ ჩვენ გვჭირდება გადაჯგუფება, ეს არ ნიშნავს, რომ ომი წაგებულია. ეს მათ გადაწყვიტეს სად დარჩნენ და რამდენ ხანს დაიცვან. ეს მათზეა დამოკიდებული და არა ჩვენზე", - განაცხადა ოსტინმა.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს ზელენსკის ნებისმიერ გადაწყვეტილებას.

"ჩვენ მხარს დავუჭერთ ზელენსკის ნებისმიერ გადაწყვეტილებას. ჩვენ ახლა ვიმედოვნებთ, მივცეთ უკრაინელებს შესაძლებლობა, შეცვალონ ბრძოლის ველზე დინამიკა", - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

მსგავსი სიახლეები