მარკ კლეიტონი - ბრიტანეთი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, განაგრძოს დემოკრატიული რეფორმები

საქართველოში ბრიტანეთის ელჩის მარკ კლეიტონის განაცხადებით, ბრიტანეთი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, განაგრძოს დემოკრატიული რეფორმები.

"გასულ პარასკევს ჩამოსული იყო ჩვენი საგარეო საქმეთა მდივანი. კარგი შეხვედრა გვქონდა საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან. გასულ კვირას საგარეო საქმეთა მდივანი პრესასთან საუბრისას იყო ძალიან მკაფიო. მოვუწოდებთ საქართველოს, განაგრძოს დემოკრატიული რეფორმები, რაც ნიშნავს, უზრუნველყოს, რომ აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია მედიის თავისუფლების შესანარჩუნებლად, ასევე, უზრუნველყოს, შენარჩუნდეს სამოქალაქო საზოგადოების უფლება და თავისუფლება ფუნქციონირებისთვის“, – განაცხადა მარკ კლეიტონმა.

ელჩმა ე.წ. აგენტების კანონის გაწვევასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

"ჩემს საჯარო განცხადებაში აღვნიშნე, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, გაერთიანებული სამეფოს მრავალი საქმიანობა საქართველოში რისკის ქვეშ დადგება. დღეს აქ, საკონტაქტო საელჩოში ჩვენთან ერთად არიან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომელთაც უცხოური აგენტების სტატუსი მიენიჭებოდათ. ისინი მუშაობენ მრავალი მიმართულებით, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტების განსახორციელებლად. ასე რომ, ამ კანონის ამოქმედების შემთხვევაში, ის არ იქნებოდა სწორი და მოხარული ვარ, რომ კანონპროექტი უკან გაიწვიეს“, – განაცხადა კლეიტონმა.

მსგავსი სიახლეები