კლეიტონი - ნებისმიერი რამ, რაც შეაფერხებს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას, ჩვენი შეშფოთების საგანი იქნება

დიდი ბრიტანეთი აღარ არის ევროკავშირის წევრი და მე ამ ორგანიზაციის სახელით ვერ ვისაუბრებ, თუმცა ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და შარლ მიშელმა ნათლად განაცხადეს, რომ ამ კანონის მიღება საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროინტეგრაციას, - ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა განაცხადა.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი საქართველოს მხარდამჭერია თავისსავე სუვერენულ არჩევანში.

"დიდი ბრიტანეთი აღარ არის ევროკავშირის წევრი და მე ამ ორგანიზაციის სახელით ვერ ვისაუბრებ, თუმცა ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და შარლ მიშელმა ნათლად განაცხადეს, რომ ამ კანონის მიღება საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროინტეგრაციას. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ჩვენ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდამჭერები ვართ მთელ მსოფლიოში.  მიგვაჩნია, რომ აქტიური სამოქალაქო საზოგადოება უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი დემოკრატიისთვის. ასე რომ, ნებისმიერი რამ, რაც შეაფერხებს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას, ჩვენი შეშფოთების საგანი იქნება. 

დიდი ბრიტანეთი საქართველოს მხარდამჭერი იყო და არის წლებია. მე რამდენადაც ვიცი, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას, ასევე ვიცი, რომ ყველა დიდი პოლიტიკური პარტია საკუთარ მიზნად ამას ასახელებს, ასე რომ, ეს არის საქართველოს სუვერენული არჩევანი და ჩვენ ამ სუვერენულ არჩევანს პატივს ვცემთ", - განაცხადა მარკ კლეიტონმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები