ხატია დეკანოიძე - აზრთა სხვადასხვაობა მაქვს ჩემს კოლეგებთან და მქონდა, გუშინაც დავადასტურე საკმაოდ მძიმე საუბრები

ხატია დეკანოიძე "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას არ გამორიცხავს.

დეკანოიძის თქმით, ერთ-ერთი მიზეზი პარტიის მიერ პარლამენტში გამოცხადებული ბოიკოტია, რომელსაც თავად არ იზიარებს.

"მე დარღვეული მაქვს ბოიკოტი, არ ვიზიარებ ბოიკოტის პოზიციას. აზრთა სხვადასხვაობა მაქვს ჩემს კოლეგებთან და მქონდა. გუშინაც დავადასტურე საკმაოდ მძიმე საუბრები. ვფიქრობ, ჩემი პოზიცია არის სწორი, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული არა იმიტომ რომ მე განსაკუთრებული ვარ, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ძალიან მნიშვნელოვანია ამ პასუხისმგებლობის აღება. 12 პუნქტზე მუშაობა იმას კი არ ნიშნავს, „ქართული ოცნება“ იმას გააკეთებს, რაც ჩვენ გვინდა ან მოქალაქეებს უნდათ, 12 პუნქტზე მუშაობა ნიშნავს, რომ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ.

ჩემს გადაწყვეტილებას, მათ შორის ნებისმიერი პოლიტიკური სახის გადაწყვეტილებას, აუცილებლად გამცნობთ. ნებისმიერი გადაწყვეტილება აუცილებლად იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი, ყველა ნიუანსი და ყველა მიზეზიც. ამაზე ნაფიქრი მაქვს იმ კონტექსტში, რომ ბოიკოტი არ მიმაჩნია გზად, ამიტომ შევხედოთ, როგორ გაგრძელდება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები