ხატია დეკანოიძე - იქნება აუცილებლად ფინანსური სანქციები, რაც ნიშნავს ანგარიშების გაყინვას

იქნება აუცილებლად ფინანსური სანქციები, რაც ნიშნავს ანგარიშების გაყინვას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილზეც იქნება ეს სანქციები, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

"როდესაც ბლინკენი ამაზე საუბრობს, ეს ნიშნავს იმას, რომ გარდა გადაადგილებაზე სანქციებისა, იქნება აუცილებლად ფინანსური სანქციები, რაც ნიშნავს ანგარიშების გაყინვას, როდესაც ვერცერთი ადამიანი დოლარში ოპერაციას ვერ განახორციელებს ვერცერთ ბანკში, მათ შორის ვერც ივანიშვილი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილზეც იქნება სანქციები. 

ეს არის ძალიან სერიოზული მიდგომა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნისგან და ეს ნიშნავს იმას, რომ "ქართული ოცნება" უკვე პრაქტიკულად არის განყენებული ცივილიზებული სამყაროსგან", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა ენტონი ბლინკენმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და მოსალოდნელ სანქციებზე ისაუბრა. სანქციების პირველი პაკეტი კი უკვე ამოქმედებულია და სამოგზაურო შეზღუდვები 36-მდე მაღალჩინოსანს დაუწესდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები