თერჯოლაში გრიგოლ რობაქიძის ბიუსტი გაიხსნა

ქალაქ თერჯოლაში ცნობილი  ქართველი მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის გრიგოლ რობაქიძის ბიუსტი გაიხსნა.

გრიგოლ რობაქიძის ბიუსტი განახლებული რეგიონების ფარგლებში, ახალრეაბილიტირებულ სკვერში განთავსდა.

ბიუსტის გახსნას მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მანუჩარ რობაქიძე, ქალაქ თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო მურადაშვილი, მერის მოადგილე მირზა ქოჩიაშვილი, გრიგოლ რობაქიძის საზოგადოების თავმჯდომარე იამზე არველაძე,  საკრებულოს წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. 

ღონისძიებების ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეებისა და ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლის მონაწილეობით ლიტერატურული პერფორმანსი გაიმართა. 

დასასრულს, მერის მოვალეობის შემსრულებელმა მანუჩარ რობაქიძემ მადლობა გადაუხადა მოქანდაკესა და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც საკუთარი წვლილი შეიტანა იდეის განხორციელებაში.

ღონისძიება განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

უახლესი ამბები