ხატია დეკანოიძე - ძალიან საინტერესოა ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის მიერ სააკაშვილის მონახულების ფაქტი

ევროსაბჭოსთან ჩემი მხრიდან გაგრძელდება მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საქმეებზე აქტიური მუშაობა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დეპუტატი ხატია დეკანოიძე წერს.

"ძალიან საინტერესოა ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის (CPT) მიერ სააკაშვილის მონახულების ფაქტი. ეს არის იმის ხაზგასმა, რომ მისი მდგომარეობა და მის მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება არ ჯდება ადამიანის უფლებების იმ სტანდარტში, რაც საბაზისოა. 

კომიტეტი შესაბამის ანგარიშს იუსტიციის სამინისტროს წარუდგენს.

ევროსაბჭოსთან ჩემი მხრიდან გაგრძელდება მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საქმეებზე აქტიური მუშაობა", - წერს დეკანოიძე.

ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრებმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს. კლინიკა "ვივამედში" ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ და მესამე პრეზიდენტის სამედიცინო დასკვნაც გამოითხოვეს. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები