საფრანგეთი რუსეთს მოუწოდებს, უარი თქვას ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსებაზე

საფრანგეთი გმობს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ბელარუსთან შეთანხმება წარმოადგენს "ევროპაში შეიარაღების კონტროლისა და სტრატეგიული სტაბილურობის საერთაშორისო არქიტექტურის შემდგომ ეროზიას".

"საფრანგეთი მოუწოდებს რუსეთს, გამოიჩინოს პასუხისმგებლობა, რომელსაც მოელიან ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოსგან და გამოვიდეს ამ დესტაბილიზაციის შეთანხმებიდან (ბელარუსთან ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ)“, - აღნიშნულია განცხადებაში.

25 მარტს პუტინმა განაცხადა, რომ ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსება თითქოსდა ლუკაშენკოს თხოვნით გადაწყვიტა.

ბირთვული იარაღის გაუქმების საერთაშორისო კამპანიამ (ICAN) პუტინის განცხადება დაგმო.

ISW-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პუტინს ბირთვული იარაღის განთავსება ბელარუსში უკრაინაში შეჭრამდე სურდა.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ კრემლმა ბელარუსი ბირთვულ მძევლად აიყვანა.

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი არვიდას ანუშაუსკასი მიიჩნევს, რომ პუტინი ცდილობს დააშინოს ქვეყნები, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ.

ბულგარეთის ვიცე-პრეზიდენტმა ილიანა იოტოვამ ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგების გეგმების შესახებ პუტინის განცხადების შემდეგ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას მოლაპარაკებისკენ მოუწოდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევას ითხოვს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები