ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა და იქ მებრძოლ ჯარისკაცებს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა და იქ მებრძოლ ჯარისკაცებს შეხვდა.

პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ზელენსკი ფრონტის ხაზზე არსებულ სიტუაციას გაეცნო და  უკრაინელ ჯარისკაცებს ქვეყნის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა. 

უკრაინის პრეზიდენტმა სამხედრო პერსონალს სახელმწიფო ჯილდოებიც გადასცა. 

ჯარისკაცებმა ზელენსკის მონეტა აჩუქეს, რაც სამხედრო ძმობის სიმბოლოა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე დაჭრილი სამხედროები და მედიკოსები მოინახულა და მათ მადლობა გადაუხადა.

დღესვე უკრაინის პრეზიდენტმა ზაპოროჟიეს რეგიონში ვიზიტის დროს რეგიონში არსებულ ვითარებაზე თათბირი გამართა.

მისი თქმით, შეხვედრაზე უსაფრთხოების სამსახურის რეგიონული ხელმძღვანელობისა და ეროვნული პოლიციისგან ინფორმაცია მოისმინა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fzelenskiy.official%2Fvideos%2F2062642254129054%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>