შოლცი ადასტურებს, რომ გერმანიამ უკრაინას Leopard 2-ის 18 ტანკი გადასცა

გერმანიამ სამხედრო დახმარების ფარგლებში უკრაინას Leopard 2-ის 18 ტანკი გადასცა.

ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

"მიწოდება განვახორციელეთ ისე, როგორც იყო გამოცხადებული“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა უკრაინაში ტანკების გადაცემის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას.

აღსანიშნავია, რომ უკრაინამ მიიღო Leopard 2-ის ყველა ტანკი, რომლის გადაცემასაც გერმანია დაჰპირდა.

გერმანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიამ უკრაინას Leopard 2-ის ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორი Marder და დამატებითი სათადარიგო ნაწილები გადასცა და ტექნიკა უკვე უკრაინის საზღვარზეა.

მსგავსი სიახლეები