რობინ დანიგენი - გულწრფელები ვართ საქართველოს ხელისუფლებასთან იმ შემაშფოთებელ ნაბიჯებზე, რაც ჩვენ ვნახეთ

საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა რობინ დანიგენმა სენატში გამოსვლისას ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილისა და რუსული გავლენების შესახებ კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, აშშ-მა საქართველოს მხარი დაუჭიროს დემოკრატიული ინსტიტუტების შენებაში, რაც გააძლიერებს საზოგადოებას და რუსეთის მავნე საქმიანობისადმი რეზისტენტულს გახდის.

"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მხარდაჭერა დემოკრატიული ინსტიტუტების შენების გზაზე, დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება, სასამართლოს გაძლიერება - ეს ყველა ის ნაბიჯებია, რომლებიც საზოგადოებას გაძლიერებას და რუსული ან ჩინეთის მავნე საქმიანობისადმი გამძლეობაში ეხმარება", - განაცხადა დანიგენმა.

მისი თქმით, საქართველოსთან უსაფრთხოებისა და ეკონომიკის კუთხით თანამშრომლობა და დასავლეთში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერა, ენერგო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კუთხით თანამშრომლობა ეხმარება დასავლეთში საქართველოს მომავლის გამყარებაში. დანიგენის თქმით, ელჩად დანიშვნის შემთხვევაში, ის ამ საკითხებს პრიორიტეტად აქცევს.

კითხვაზე, არის თუ არა საჭირო აშშ-ის საქართველოში ანტიდემოკრატიული ძალების წინააღმდეგ უფრო მკაცრი ხაზი ჰქონდეს, ელჩობის კანდიდატმა თქვა, რომ აშშ-ს გულწრფელია საქართველოს ხელისუფლებისადმი მათ მიერ გადადგმულ შემაშფოთებელ ნაბიჯებზე.

"ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვართ გულწრფელები საქართველოს ხელისუფლებასთან იმ შემაშფოთებელ ნაბიჯებზე, რაც ჩვენ ვნახეთ და მე განვაგრძობ ამ გულწრფელობას ხელისუფლებასთან თუ დამამტკიცებენ. ეს ის დიალოგია, რომელიც ვიცი, რომ გვაქვს", - განაცხადა დანიგენმა.
სანქციების გვერდის ავლის შესახებ კითხვაზე კი დანიგენმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრიორიტეტია უზრუნველყოს სანქციების დანერგვა და ერთგულება და ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლებასთან, ეროვნულ ბანკთან და კერძო სექტორთან  პირდაპირი კომუნიკაცია აქვთ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას სურს ამ სანქციებთან შესაბამისობა და მათ  სანქციების იმპლემენტაციის კუთხით აშშ-ს დამატებითი წვრთნები სთხოვეს.

"საქართველოს ნამდვილად უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ არ გვსურს სანქციების გვერდის ავლით გავაგრძელოთ რუსეთის ომის მანქანის და მისი ჯარის დაფინანსება მომავლის კონფლიქტებისთვის", - განაცხადა ელჩობის კანდიდატმა.

მისი ცნობით, მომდევნო თვეებში აშშ-ის სანქციების სპეციალური კოორდინატორი და სხვა ოფიციალური პირები საქართველოში ჩავლენ რათა საქართველოს ხელისუფლებასთან სანქციებისადმი შესაბამისობაზე ეს დიალოგი გაგრძელდეს. (formulanews.ge)

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები