ზელენსკი და ოთხი ქვეყნის ლიდერები ბუჩაში ჩავიდნენ

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბუჩაში სლოვაკეთის, ხორვატიის, სლოვენიის და მოლდოვას ლიდერებთან ერთად ჩავიდა და რუსეთის ოკუპაციის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ისინი წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში მივიდნენ, სადაც ბუჩას მოკლული მცხოვრებლების მასობრივი საფლავები იპოვეს.

"ოკუპაციის 33 დღე. 1400-ზე მეტი გარდაცვლილი, მათგან 37 ბავშვია. საძმო საფლავებსა და წამების პალატებში 175-ზე მეტი ადამიანი იპოვეს. 9000 რუსული ომის დანაშაული. ისევ თავისუფალია უკრაინული ქალაქი, ოკუპანტი ქვეყნის არმიის სისასტიკის სიმბოლო. ჩვენ მათ არასდროს ვაპატიებთ, ყველა დამნაშავე დაისჯება", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ოთხი ქვეყნის ლიდერები კიევში ბუჩას განთავისუფლების წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ.

ინფორმაცია ამ სამიტის ჩატარების შესახებ არ იყო საჯარო, უცხოელი ლიდერების ვიზიტების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მსგავსი სიახლეები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=476&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fzelenskiy.official%2Fvideos%2F935935527543839%2F&show_text=false&width=267&t=0" width="267" height="476" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>