თბილისში ექიმებისთვის სამეცნიერო სიმპოზიუმი გამართება

1 აპრილს, თბილისში, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიას" საკონფერენციო დარბაზი საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმს - “მტკიცებულებაზე დაფუძვნებული მედიცინის თანამედროვე ასპექტები”, უმასპინძლებს.

სიმპოზიუმი საქართველოში გერმანული კომპანია ”ჰეელისა" და მისი ოფიციალური წარმომადგენლის "ბიომედიკას" ორგანიზებით უკვე მეთორმეტედ ტარდება და მასში საერთაშორისო დონეზე აღიარებული ქართველი და უცხოელი პროფესორები მონაწილეობენ.

სიმპოზიუმს ცნობილი გერმანელი პროფესორი და მეცნიერებათა დოქტორი მაირონ შულცი გახსნის, რომელიც ისაუბრებს ბიორეგულაციური თერაპიის როლზე მტკიცებითი მედიცინის თვალსაზრისით. მოხსენებას ასევე წაიკითხავენ ქართველი წამყვანი სპეციალისტებიც.

სიმპოზიუმს 200-მდე ექიმი დაესწრება და თითოეული მათგანისთვის, სიმპოზიუმი, ფაქტობრივად, წარმოადგენს ფასდაუდებელი სამედიცინო პრაქტიკული ცოდნის მიღების საშუალებას, რაც შესაძლებელს ხდის, მოკლე დროში, წლების განმავლობაში ნაცადი ეფექტური და საიმედო სამედიცინო პრაქტიკული ცოდნის მიღებასა და ასევე, იმ უნარ-ჩვევების გაღრმავებას, რომელსაც ექიმები ყოველდღიურ პრაქტიკაში იყენებენ.

"აღსანიშნავია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი თანამედროვეობის ერთ-ერთი უმიშვნელოვანესი მიმართულებაა და მას მსოფლიოს განვითარებული ნაწილებიდან უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიმართავს, რაც თავის მხრივ, არა მარტო ხელს უწყობს ვიყოთ უფრო ჯანმრთელები, ან ფიზიკურად ძლიერები, არამედ წარმოადგენს მრავალი დაავადების პრევენციის უტყუარ საშუალებას.

მსოფლიოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებისა და სხვა ფსიქო-ემოციური, თუ სოციალური ხასიათის წნეხების გათვალისწინებით, რაც თანამედროვე გლობალური სამყაროს პირმშოა და ზრდის ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენის ხარისხსა და ოდენობსა, ჯანმრთელობაზე ზრუნვა უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ბიორეგულაციური თერაპია არის გამოსავალი, რომ ორგანიზმმა სტაბილური ჯანმრთელობა შეინარჩუნოს და ალოპატიური მეთოდებით მკურნალობის შედეგად გამოწვეული უარყოფითი ეფექტები თავიდან იქნას აცილებული.

საქართველო, მსგავსი ღონისძიებების გამართვით, ფეხს უწყობს ევროპული ქვეყნების მსგავს ტრადიციას", - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

უახლესი ამბები