ზელენსკი - პუტინის სურვილი, განათავსოს ბირთვული იარაღი ბელარუსში, მიუთითებს იმაზე, რომ მისი შეხვედრა სი ძინპინთან წარუმატებელი აღმოჩნდა

პუტინის სურვილი, განათავსოს ბირთვული იარაღი ბელარუსში, მიუთითებს იმაზე, რომ მისი შეხვედრა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან წარუმატებელი აღმოჩნდა, - ამის შესახებ ბუჩას დეოკუპაციის წლისთავთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ჩემი აზრით, სიგნალი, რომ რუსეთს სურს თავისი ბირთვული იარაღის განლაგება ბელარუსში, მიუთითებს წარუმატებელ შეხვედრაზე ჩინეთთან. აუცილებელი იყო რაღაც სუბიექტურობის ჩვენება, რომელიც პუტინის მმართველობის დროს რუსეთმა დაკარგა", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, პუტინს ახლა რაღაც გამარჯვების ჩვენება სჭირდება, მაგრამ ბრძოლის ველზე ეს ვერ შეძლო.

"მათ დაიწყეს სისხლიანი ომი და უკვე გასაგებია, როგორ დამთავრდება. საქმე ისაა, რომ მას არ ადარდებს ჩვენი ხალხი, მაგრამ არც თავის ხალხს ითვლის, მაგრამ ეს რუსეთის ფედერაციის საქმეა", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკი ასევე მიიჩნევს, რომ ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგება მიუთითებს ლუკაშენკოს რეჟიმის სუბიექტურობის დაკარგვაზე, რადგან ის აღარ წყვეტს, რომელი იარაღი განთავსდება მის ტერიტორიაზე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები