მსხვერპლი მარტო მე და ჩემი ბავშვობის მეგობარი არ ვიქნებოდით. აფეთქება დააზიანებდა გარშემო მყოფებსაც, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ჩალაძე წერს.
"მოკლედ, მაგრად იმუშავეს.
დაზიანება ნანახია და გამორიცხულია შემთხვევითობა.
პროფესიონალის ნამუშევარია.
იგეგმებოდა ტერაქტი ჯგუფის მიერ. ადევნების შედეგად ზუსტად იცოდნენ გადაადგილების მარშუტი.
მსხვერპლი მარტო მე და ჩემი ბავშვობის მეგობარი არ ვიქნებოდით. აფეთქება დააზიანებდა გარშემო მყოფებსაც.
მადლობა ყველას, ახლა ეს ამბავი ბოლომდე არის მისაყვანი.
ორგანიზატორის დაკავების დრო დადგა.
მინდა ძალიან მკაფიოდ და გასაგებად იცოდეს ორგანიზატორმა - ვერ შემაშინებ✌️ მიიღებ ზუსტად იმას, რისი არიდებაც ასე ძალიან გსურს", - წერს ჩალაძე.