ხატია დეკანოიძე - მინდა, მოვუწოდო ყველას, დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან შევიკრიბოთ

მინდა, მოვუწოდო ყველას, დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან შევიკრიბოთ ყველა ერთად იმისათვის, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური არჩევანი არ იყოს რუსეთი, როგორც ეს უნდა ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა რომ გადაიდო, ეს არის "ოცნების" შიშის გამოვლინება.

"ეს არის შიშის გამოვლინება, იმიტომ, რომ დღეს იყო სხდომა დაგეგმილი და მართლაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა, ვინაიდან საკითხი ეხება ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევას საქართველოს სახელმწიფოსი, როდესაც გუშინ 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი "რუსულ კანონს". ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ გათვითცნობიერებული აქვთ მათ, რომ სპეცრაზმის გარეშე გადაადგილებაც კი არ შეუძლიათ და ახლა უკვე საპარლამენტო დარბაზში გამოჩენაც კი არ შეუძლიათ მაშინ, როდესაც რიცხოვნობითაც კი მეტი არიან. 

მინდა, თითოეულ თქვენგანს ვუთხრა მადლობა იმისათვის, რომ გუშინ უამრავი ადამიანი იყავით დილამდე, ადამიანები ჩამოდიოდნენ რეგიონებიდან და რა თქმა უნდა, ეს პროტესტი არ შეწყდება. 

მინდა, მოვუწოდო ყველას, დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან შევიკრიბოთ ყველა ერთად იმისათვის, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური არჩევანი არ იყოს რუსეთი, როგორც ეს უნდა ბიძინა ივანიშვილს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები