ნინო ლომჯარია - ირღვევა ლაზარეს უდანაშაულობის პრეზუმფცია

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა.

"პირველ რიგში, ის, რომ ლაზარემ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა, საჯაროდ წარმოდგენილ მტკიცებულებებში არ ჩანს. 

ამასთანავე, ირღვევა ლაზარეს უდანაშაულობის პრეზუმფცია, რადგან ირაკლი კობახიძემ ის უკვე შერაცხა მოძალადე ახალგაზრდად, გამოიყენა ბრალდებულის მიმართ სიძულვილის ენა. 

ჯერჯერობით რაც ზედაპირზეა, პრემიერის და მმართველი პარტიის ლიდერის მხრიდან ადგილი აქვს აქციის მონაწილეების დემონიზების პოლიტიკურ განზრახვას, რისი რეალიზებაც ლაზარეს შემთხვევაში უნდათ რომ მოახდინონ“, – წერს ნინო ლომჯარია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები