თაკო ჩარკვიანი - დასანქცირებულმა მოსამართლეებმა გაგვისამართლეს თაობები, სისტემა თავზე ჩამოლეწილია, რა საგამოძიებო კომისია უშველის ამას

უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ძმები, შვილები, ჩვენი ბაბუის თაობის ადამიანები ამ წამს იხდიან სასჯელს უსამართლოდ გასამართლებული მექრთამე მოსამართლეების მიერ გამოტანილი განაჩენით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

"ერთი წლის წინ, ჩემი ინიციატივით, ბიუროს სხდომაზე გავიდა კანონპროექტი საყოველთაო ამნისტიის შესახებ. ეს იყო კარკასი და დასამუშავებელი. ბიუროზე ეს პროექტი გავიდა. შემდეგ პროექტი ბიურომ დიდი სიამოვნებით ჩააგდო. ამ კანონპროექტზე ვსაუბრობ, რადგან საყოველთაოდ თავმოჭრილი და კორუმპირებული, დასანქცირებული მოსამართლეების მიერ ათი ათასობით პატიმარია გასამართლებული.

მივმართავ პატიმრების ოჯახებს, ყურადღებით იყვნენ, ჩვენ ახლა ყურადღებით მუშაობა გვმართებს. საქმეები გადასახედია. არასდროს წინააღმდეგი არ მივდივარ საგამოძიებო კომისიის შექმნის, მაგრამ ეს საგამოძიებო კომისიები დროში იწელება. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს ხელშია ადამიანთა ბედ-იღბალი. ეს ადამიანები გასამართლებული ჰყავთ ამ მექრთამე, კორუმპირებულ და უკვე დასანქცირებულ მოსამართლეებს. ამიტომ შემოვიტანე 10 თვის წინ კანონპროექტი საყოველთაო ამნისტიის შესახებ. ეს დოკუმენტი დასამუშავებელია.

ქუჩაში ყველანი გამოსასვლელები ვართ. არ აქვს მნიშვნელობა, რა რიცხვი იქნება. 9 აპრილსაც, როდესაც დამოუკიდებლობის დღეა და ეს არცერთ პარტიას არ ეკუთვნის, ეკუთვნის ყველა იმ დაჩაგრულ პარტიას, ყველა მოქალაქეს, რომელმაც საკუთარ თავზე გადაიტანა მექრთამე მურუსიძის კლანის უსამართლობა. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ძმები, შვილები, ჩვენი ბაბუის თაობის ადამიანები ამ წამს იხდიან სასჯელს უსამართლოდ გასამართლებული მექრთამე მოსამართლეების მიერ გამოტანილი განაჩენით.

მურუსიძეს როდესაც  ვაპროტესტებდი, ყოფილი ხელისუფლების დროს ის მურუსიძე რიგითი იყო, დღეს პირველი კაცი გახლავთ ამ კლანში. ამიტომ ვეღარ მოხდება ისე, როგორც თქვენ გნებავთ. მშვიდად და წყნარად იფიქრეთ ხელისუფლების გადმობარებაზე. კიდევ ერთხელ არ აგაფეთქებინებთ საქართველოს კონსტიტუციას. ის ბიჭი კი არ უნდა იყოს დაკავებული, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილის“ აფეთქებაზე მექრთამე მოსამართლეების განაჩენით ზის, არამედ თქვენ უნდა მოგეთხოვოთ პასუხი, ყოველდღე ნაღმს რომ დებთ და აფეთქებთ საქართველოს კონსტიტუციას. ეს არის კლანი. დასანქცირებულმა მოსამართლეებმა გაგვისამართლეს თაობები. სისტემა თავზე ჩამოლეწილია, რა საგამოძიებო კომისია უშველის ამას. ხელს ვაწერ, მაგრამ დროში იწელება. ამ დროს ადამიანები იხდიან სასჯელს ბინძური, კლანური და კორუმპირებული მოსამართლეების მიერ გამოტანილი სასჯელით. ამიტომ დიდ შერიგებაზე ვიფიქროთ და საყოველთაო ამნისტია დიდი შერიგება იქნება“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები