თამარ ჩარკვიანი - ყველა გვარი გამოვიძიოთ, ვინც იქ დასახელდა, რისი გეშინიათ?

"ქოლცენტრებზე საუბარი ხომ თქვენ დაიწყეთ, ყველა ტელევიზიაში ამაზე იყო საუბარი, ხოდა ახლა გავაგრძელოთ და გამოვიძიოთ", - განაცხადა პარლამენტის წევრმა თამარ ჩარკვიანმა და საპარლამენტო უმრავლესობას საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდა.

"ყველა გვარი გამოვიძიოთ, ვინც იქ დასახელდა, რისი გეშინიათ? თუ თქვენ დაიწყეთ საუბარი, მე გთავაზობთ გამოვიძიოთ. როდასაც არ გინდათ საგამოძიებო კომისიის შექმნა, ეს უკვე ეჭვს ბადებს. ასეთი ძარცვის სქემა იცით და იმის გამოძიება არ გვინდა? აბა რა გამოდის, დანაშაულის დაფარვაა და ხალხს აყაჩაღებთ? ვიღაც მამაძაღლის დანაშაულს ფარავთ?", - მიმართა  ჩარკვიანმა საპარლამენტო უმრავლესობას.

მან ასევე ისაუბრა 30 აპრილს გამართულ აქციაზე.

"30 აპრილს შეკრება რატომ იყო სამარცხვინო იცით? იმიტომ, რომ როდესაც დგახარ ტრიბუნასთან და ურცხვად, შუბლგაწყვეტილი ახსენებ გირგვლიანს, ოღონდ გირგვლიანის საქმეზე ხელის მომწერს დღეს იცავ, ეს უკვე საგიჟეთია. რაზე ვკამათობთ? გამოვცვალოთ ეს ბინძური სისტემა, რომელიც 30 წელია, გვაყირავებს. თუ საქმეში არ ხართ ამ კლანთან გასულები, რატომ არ გვინდა დასანქცირებული მოსამართლეების საქმის გამოძიება?“, - განაცხადა ჩარკვიანი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები