ანა ფოტიგა - ის, რაც მოხდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, განსაზღვრავს საქართველოს მომავალს დიდი ხნის განმავლობაში

ახლა სულ უფრო იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მის გათავისუფლებას ემხრობა და ვფიქრობ, უნდა მოვახდინოთ უფრო დიდი ზეწოლა საქართველოს მთავრობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლონ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ განაცხადა.

"ძალიან ვაფასებ მიხეილ სააკაშვილს. მან საკუთარი ქვეყანა აიყვანა განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე, რაც გულისხმობდა მოდერნიზებას. როდესაც ასეთ რამეს აკეთებ, უბრალოდ შეუძლებელია, არ დაუშვა შეცდომები. ასე ხდება, როდესაც შემოგაქვს ექსპერიმენტული ზომები. ყველას, ვისაც გვსურდა კომუნისტური სისტემიდან დემოკრატიაზე გადასვლა, გვქონდა რთული საქმე. კრიტიკა მარტივია, ბრალდებები მის წინააღმდეგ, ჩემი აზრით, არის ძალიან სუსტი.

ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმას, რომ სააკაშვილი დაესწრო კაჩინსკის გასვენებას. ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო ბევრი ლიდერის მონაწილეობით. მას ედავებიან, რომ გადაამეტა საკუთარ უფლებამოსილებას, როდესაც იყიდა სამგლოვიარო ყვავილები. 

ის, რაც მოხდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, განსაზღვრავს საქართველოს მომავალს დიდი ხნის განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია, დააფასო ადამიანები, რომლებმაც ამდენი გააკეთეს ქვეყნის განვითარებისთვის.

ისე ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნებისთვის" განსაკუთრებული პატიმარია. ახლა სულ უფრო იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მის გათავისუფლებას ემხრობა და ვფიქრობ, უნდა მოვახდინოთ უფრო დიდი ზეწოლა საქართველოს მთავრობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლონ", - განაცხადა ფოტიგამ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები