ანა ფოტიგა - მივმართავ ევროპარლამენტს, გაიმართოს დებატები მომხდართან დაკავშირებით და მიიღოს შესაბამისი რეზოლუცია

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს სოფელ კირბალში, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის და გატაცებული ლევან დოთიაშვილის საკითხის განხილვის და შესაბამისი რეზოლუციის მიღების მოთხოვნით მიმართავს.

"6 ნოემბერს, საქართველოს ორი მოქალაქე - თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი იმყოფებოდნენ ლომისის ეკლესიაში, რომელიც ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს. მათ ასევე სურდათ ეკლესიის სიახლოვეს მდებარე სასაფლაოს მონახულება. ამ დროს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ერთ-ერთი მათგანი, თამაზ გინტური საქართველოს ტერიტორიაზე მოკლეს, ხოლო მეორე ადამიანი მძევლად აიყვანეს და საოკუპაციო ძალების საპატიმრო დაწესებულებაში, ცხინვალში გადაიყვანეს.

მივმართავ ევროპარლამენტს, გაიმართოს დებატები მომხდართან დაკავშირებით და მიიღოს შესაბამისი რეზოლუცია", - განაცხადა ფოტიგამ.

6 ნოემბერს სოფელ კირბალთან რუსმა ოკუპანტებმა თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები