კულება - როდესაც 2008 წელს შიშით გამოწვეული სიფრთხილით მიიხურა ნატოს კარი უკრაინასა და საქართველოსთვის, რუსეთმა სწრაფად უპასუხა ორივე ქვეყანაზე თავდასხმით

ჩვენ გვჭირდება ყოვლისმომცველი უსაფრთხოების სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისთვის და შავი ზღვა უნდა გახდეს ის, რაც უკვე გახდა ბალტია, ნატოს ზღვა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ბუქარესტში შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, შავი ზღვა არის მაგალითი იმისა, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება გაუარესდეს სიტუაცია, თუკი საფრთხეები იგნორირებულია.

"საქართველო, უკრაინა, სირია და ისევ უკრაინა - მოსკოვი ახორციელებდა ერთი სასტიკ თავდასხმას მეორის მიყოლებით. ბევრმა დასავლეთში გადაწყვიტა დაეჯერებინა, რომ რუსებს ჰქონდათ "საკუთარი სიმართლე". მაგრამ ერთადერთი სიმართლე ის არის, რომ რუსეთი ყოველთვის ემზადებოდა დიდი იმპერიალისტური ომისთვის, საბოლოო მიზნით გაემართა მორიგი "იალტის კონფერენცია", რათა ევროპა გავლენის სფეროებად დაეყო“, - განაცხადა კულებამ.

მან სინანული გამოთქვა, რომ დასავლეთს არ ჰქონდა თანმიმდევრული შავი ზღვის სტრატეგია, ხოლო რუსეთს ყოველთვის ჰქონდა: აგრესიული, რევანშისტული და ბარბაროსული.

”ყოველ ნაბიჯზე, რუსეთი მოქმედებდა იქ, სადაც დასავლეთი ეჭვობდა. როდესაც 2008 წელს შიშით გამოწვეული სიფრთხილით მიიხურა ნატოს კარი უკრაინასა და საქართველოსთვის, რუსეთმა სწრაფად უპასუხა ორივე ქვეყანაზე თავდასხმით. რუსეთი ხდებოდა მანიაკი, მაგრამ ზოგიერთი ქვეყნის ლიდერმა გადაწყვიტა, რომ საუკეთესო გზა ამ მანიაკის გაბედნიერება იყო, მათ შორის მისი პოტენციური მსხვერპლების დაუცველად დატოვებით“, - განაცხადა კულებამ.

მისი თქმით, ვილნიუსში ნატოს მოახლოებული სამიტი არის სწორი დრო, რათა გამოსწორდეს წარსულის შეცდომები უკრაინის ნატოში გაწევრიანებისკენ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმით, "იმის ჩვენება, რომ კარები არა მხოლოდ ღიაა, არამედ არსებობს მკაფიო გეგმა, როდის და როგორ შევა უკრაინა მასში“.

"ვფიქრობ, ახლა ჩვენ ყველას გვესმის, რომ შიში არ არის სტრატეგია. დროა, განვავითაროთ უსაფრთხოების ყოვლისმომცველი ქსელი რეგიონის ყველა ქვეყნისთვის, რომელიც გრძნობს საფრთხეს მანიაკის თავისუფლებით. დროა, გადავაქციოთ შავი ზღვა იმად, რაც უკვე გახდა ბალტიისპირეთში: ნატო-ს ზღვა“, - განაცხადა კულებამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები