ლევან ბეჟაშვილი - ინფორმაციას არ ვადასტურებ, აბსოლუტურად შეუსაბამოა რეალობასთან

ინფორმაციას არ ვადასტურებ, აბსოლუტურად შეუსაბამოა რეალობასთან და არ ვიცი, რას ემსახურება ამ საკითხის წინ წამოწევა, - ამის შესახებ ლევან ბეჟაშვილმა ლევან ხაბეიშვილის "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობიდან შესაძლო გადაყენებასთან დაკავშირებით განაცხადა.

რაც შეეხება ცალკე ოფისის გახსნას, ბეჟაშვილის თქმით, ნიკა მელიას მიერ გახსნილი ახალი ოფისი პარტიული ბიუჯეტიდან არ დაფინანსდება და პარტიულ სტრუქტურად ვერ მოიაზრება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”არანაირი ცალკე ოფისი პარტიული ბიუჯეტიდან არ და ვერ დაფინანსდება. პარტიას აქვს ცენტრალური და რეგიონალური ოფისები. პარტია ერთიანი, სტრუქტურული ორგანიზმია, პარტიაში გადაწყვეტილებას იღებს პარტიის ახლად არჩეული თავმჯდომარე, სამდივნო და აღმასრულებელი ორგანოები. ამიტომ, ცალკე რაიმე სეპარატისტული ოფისების შექმნა შეიძლება ემსახურებოდეს პირადი ეგოს დაკმაყოფილებას - ოფისი, კაბინეტი და ა.შ. მაგრამ პარტიის სტრუქტურად ეს ვერ მოიაზრება.

თავდასხმები, სეპარატიზმის მცდელობა მომდინარეობს სხვა სუბიექტებისგან და ისინი არ ეგუებიან არჩევნების შედეგებს. ამიტომ საუბრობენ ვადამდელ არჩევნებზე. უნდა მიიღონ არსებული რეალობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მათ სხვა პოლიტიკური გეგმები აქვთ, „ნაციონალური მოძრაობა” ხელს ვერ შეუშლით", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები