მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა

მარტის აქციებთან დაკავშირებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.

ადვოკატებმა პროცესზე მისი 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვეს, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.

საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ლაზარე გრიგორიადისმა სიტყვით ისარგებლა.

"მიმალვა რომ მნდომებოდა, ერთი თვის განმავლობაში დავიმალებოდი. ტანსაცმელი, რომლითაც ამიყვანეს, იგივე ტანსაცმელი იყო, რაც აქციაზე მეცვა და არაფერი გამინადგურებია", - აღნიშნა გრიგორიადისმა.

პროცესის პარალელურად სასამართლოსთან ლაზარე გრიგორიადისის და თორნიკე აკოფაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც 7-9 მარტის აქციების დროს პოლიციელებისთვის ქვებისა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლას ედავება, პატიმრობა 31 მარტს შეუფარდა.

უახლესი ამბები