სახალხო დამცველი - სამი დაკავებული, მათ შორის ლაზარე გრიგორიადისი მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, მას აღენიშნება ნაკაწრები, შეშუპება, სიწითლე

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველის რწმუნებულები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ თბილისის სამ იზოლატორში და 15 მაისის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 16 პირს შეხვდნენ.

"სამი მათგანი მიუთითებს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე/არასათანადო მოპყრობაზე, რის თაობაზეც სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ეფექტიანი გამოძიების ჩატარების მიზნით.

მათ შორის, არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც  ვიზუალურად აღენიშნება ნაკაწრები, შეშუპება, სიწითლე.

სახალხო დამცველის აპარატი განახორციელებს გამოძიების მონიტორინგს.

აპარატი აგრძელებს სხვა დაკავებულების ადგილსამყოფლის დადგენას, მათი მონახულებისა და უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირების მიზნით", - აღნიშნულია განცხადებაში

მსგავსი სიახლეები