ხათუნა სამნიძე - თქვენ გადაეფარეთ სასამართლო კლანს და მახინჯ პრაქტიკას, რომ ამ ქვეყანაში საუბარი აღარ იყოს სასამართლოს პრობლემებზე

"თქვენ გადაეფარეთ სასამართლო კლანს, თქვენ გადაეფარეთ ამ მახინჯ პრაქტიკას, რომ ქვეყანაში საუბარი აღარ იყოს სასამართლოს პრობლემებზე. მზად ხართ დაარღვიოთ კონსტიტუცია, რეგლამენტი, ზურგი აქციოთ საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის, თქვენს ამომრჩეველსაც, რომელსაც აინტერესებს რა ხდებოდა 2012 წლამდე და რით გაძლიერდა კლანი, - ასე მიმართა უმრავლესობას დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ.

მისი თქმით, სასამართლოს ფუნდამენტური რეფორმა მნიშნელოვანია და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის კენჭისყრის საკითხებიდან ამოღებას არანაირი კანონიერი საფუძველი არ გააჩნია.

"შემოგთავაზეთ უმრავლესობას, რომ შევქმნათ საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის როგორც 2012 წლამდე არსებულ ვითარებას, ასევე დღეს შექმნილ ვითარებას, როდესაც კლანი არის ძლიერი და ყველა გადაწყვეტილება არის მათი ზეგავლენის ქვეშ.

თქვენ, ბატონო თავმჯდომარევ, საკუთარი პიროვნული, პირადი გადაწყვეტილებით გააქრეთ ეს საკითხი კენჭისყრის საკითხებიდან, თქვენ არანაირი საფუძველი არ დაგისახელებიათ რის საფუძველზე მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, უბრალოდ, გადაწყვიტეთ შეასრულოთ „კლანის“ ბრძანება და დამერწმუნეთ, ეს საკითხი ასე ჰაერში არ დაიკარგება, ასეთი ფაქტები რჩება და ამას მოყვება კონკრეტული რეაგირება“, - მიმართა ხათუნა სამნიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები