ხათუნა სამნიძე - "ქართული ოცნება“ არც კი არსებობდა, როდესაც ეს ქვეყანა ევროკავშირის სტატუსს იმსახურებდა

"როდესაც კითხულობენ საქართველო იმსახურებდა თუ არა და ახლაც იმსახურებს თუ არა ევროკავშირის სტატუსს - მინდა გითხრათ, რომ „ქართული ოცნება“ არც კი არსებობდა, როდესაც ეს ქვეყანა სტატუსსაც იმსახურებდა და იმსახურებს და ევროპისკენ ისწრაფოდა ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ.

მისივე შეფასებით, ეს შეკითხვა რელევანტურიც კი არ არის და ოპოზიციაში არ არსებობს არავინ, ვინც ამბობს, რომ ეს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს.

"აქ მოვისმინე, რომ თითქოს ოპოზიცია ხელის შემშლელია ამ პროცესის. ისიც მოვისმინე, რომ ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს სტატუსის საკითხს. თითქმის ყველაფერი შესრულდაო, ესეც მოვისმინე. ძალიან კარგად იცით, რომ 12 რეკომენდაციიდან სამი პუნქტია მხოლოდ შესრულებული  და დიახ, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოებამდე მიიტანოს ის თუ რას აკეთებს „ქართული ოცნება“. ევროპისკენ თუ მიისწრაფით, მაშინ როდესაც პრემიერ-მინისტრი პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტს იყენებს, ამაზე უმრავლესობას ადეკვატური რეაგირება უნდა გქონდეთ. როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გვეუბნება, რომ ამ ქვეყანაში მაღალ თანამდებობაზე იყო რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ადამიანი, რაც პირდაპირ ქვეყნის ღალატია, მთელი უმრავლესობა ამას კი არ უნდა გადაეფაროს და უსაფრთხოების სამსახური იმაზე კი არ უნდა ზრუნავდეს, როგორ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი უმრავლესობამ, არამედ ქვეყნის უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები