პესკოვი - კრემლზე უკრაინის თავდასხმის უკან აშშ დგას

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კრემლის რეზიდენციაზე უკრაინის თავდასხმის უკან აშშ დგას, - ამის შესახებ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"ამის უარყოფის მცდელობები, როგორც კიევში, ასევე ვაშინგტონში, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სასაცილოა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ გადაწყვეტილებებს მსგავს ქმედებებზე და მსგავს ტერაქტებზე იღებენ არა კიევში, არამედ ვაშინგტონში. კიევი უკვე აკეთებს იმას, რასაც ეტყვიან, რომ გააკეთოს“, - განაცხადა პესკოვმა.

მისივე თქმით, მიზნებს ხშირად არა კიევი, არამედ ვაშინგტონი განსაზღვრავს, შემდეგ კი უთითებს უკრაინელ სამხედროებს თავდასხმის ობიექტზე და უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან დავალების შესრულებას მოითხოვს.

პესკოვის თქმით, რუსეთის სადაზვერვო სამსახურებმა მიიღეს ინფორმაცია კრემლზე თავდასხმაში შეერთებული შტატების მონაწილეობის შესახებ, მაგრამ ისინი ჯერ არ გამჟღავნებულა. 

"ვაშინგტონმა ნათლად უნდა გაიგოს, რომ მოსკოვმა ეს იცის", - აღნიშნა პესკოვმა.

შესაძლო პასუხზე საუბრისას პუტინის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ის შეიძლება სხვადასხვა იყოს.

"ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ გააზრებულ და დაბალანსებულ ნაბიჯებზე, რომლებიც შეესაბამება რუსეთის ინტერესებს", - განაცხადა პესკოვმა.

რაც შეეხება მომხდარზე პუტინის რეაქციას, პესკოვი აცხადებს, რომ "პრეზიდენტი ასეთ რთულ სიტუაციებში ყოველთვის "სიმშვიდეს, სიცხადეს შეფასებებში, ბრძანებებში, რომელსაც გასცემს, ამიტომ ახალი არაფერი მომხდარა ამ მხრივ".

მსგავსი სიახლეები