უკრაინამ კიდევ 80 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინის რეინტეგრაციის სამინისტროს ინფორმაციით, შესაძლებელი გახდა დაღუპული დამცველების ცხედრების უკრაინაში დაბრუნება. საუბარია 80 სამხედრო მოსამსახურეზე.

"დღეს 80 დაღუპული დამცველის ცხედარი დაბრუნდა სახლში. ცხედრების გადმოსვენება უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოხდა რეინტეგრაციის სამინისტროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისრის ოფისის დახმარებით, სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობით“,- აღნიშნავს სამინისტროს პრესსამსახური.

მისივე ცნობით, დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გადმოსვენება ჟენევის კონვენციების ნორმების შესაბამისად ხდება. დამცველების ცხედრებს ღირსეული დაკრძალვისთვის ოჯახებს გადასცემენ.

უახლესი ამბები