სოფელ გოგნში წმინდა გიორგის უძველეს სალოცავს ათასობით მომლოცველი სტუმრობდა

6 მაისს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა გიორგის ხსენების დღეს ზეიმობს.

დღესასწაული განსაკუთრებული მასშტაბურობით თერჯოლის მუნიციპალიტეტის, სოფელ გოგნში აღინიშნება, სადაც წმინდა გიორგის უძველესი სალოცავი არსებობს, რომელიც VII-VIII საუკუნეების ძეგლს წარმოადგენს და მას კარუგდებელის სახელით მოიხსენიებენ, რადგან ტაძარს კარი არ უჩერდებოდა.

გიორგობას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ათასობით მომლოცველი სტუმრობს გოგნის კარუგდებელს. 

ეკლესია ძალიან პატარაა მოცულობით, ამიტომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ტაძარი შენდება, რომლის სიმაღლეც 52 მეტრია.

ფოტო: ერეკლე კირკიტაძე

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები