ლევან ბეჟაშვილი - ევროპასა და აშშ-ში ყველას აქვს მოლოდინი, რომ 2024 წლის არჩევნებში მოხდება ხელისუფლების კონსტიტუციური, კანონიერი გზით შეცვლა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ დავით არახამია  დასავლეთის პოზიციას იმეორებს და ეს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად არ უნდა შეფასდეს.

"ვფიქრობ, ეს განცხადება არ უნდა ჩაითვალოს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევად. ეს არის ოფიციალური დამოკიდებულება, პოზიცია, რომელიც აქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ბევრ ქვეყანაში, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. თავისთავად, ყველას აქვს მოლოდინი, რომ 2024 წლის არჩევნებში მოხდება ხელისუფლების კონსტიტუციური, კანონიერი გზით შეცვლა, ვინაიდან დღეს "ქართული ოცნება" არ წარმოადგენს საქართველოს ხალხის პოზიციას. ამ განცხადებით კიდევ ერთხელ გახდა ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილი ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია", - აცხადებს ბეჟაშვილი.

რადას ფრაქციის, "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ დავით არახამიამ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ დარწმუნებულია, საქართველოში არჩევნების შემდეგ ხელისუფლება შეიცვლება. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები