გიორგი ბოტკოველი - ნებისმიერი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მიმართული დაპირისპირების გამოწვევისკენ

ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც ფიქრობს, რომ დღეს "ნაციონალურ მოძრაობას" სჭირდება გაძლიერება, ხელი უნდა შეუწყოს პროცესს და არა ხელი შეუშალოს, – ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბოტკოველი პარტიის ჭიათურისა და ხობის ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიერ პოსტის დატოვებას.

"ვფიქრობ, უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გამოცხადებულია ღია, გამჭვირვალე არჩევნები. რეგისტრაცია მიმდინარეობს როგორც ელექტრონულად, ისე შეუძლიათ, ადგილზე დარეგისტრირდნენ. გაუგებარია განცხადებები, რომლებიც მოვისმინეთ. ნებისმიერი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მიმართული დაპირისპირების გამოწვევისკენ და მათი მხრიდან მოხდეს რაიმეს გაღვივება. ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც ფიქრობს, რომ დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება გაძლიერება, ხელი უნდა შეუწყოს პროცესს და არა ხელი შეუშალოს. ჩემთვის მხოლოდ დასანანი იქნება ნებისმიერი ადამიანის არმონაწილეობა, თუმცა ყველა გადაწყვეტილებას თვითონ იღებს. 

არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ ვის მისცა ხმა. ჩვენ ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. რა თქმა უნდა, "ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ გეგმად და მიზნად რჩება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა, თავისუფლება. ვფიქრობ, სწორედ ამას უნდა მოემსახუროს ჩვენი გაძლიერება ყველა მუნიციპალიტეტში. ეს არჩევნები მოგვცემს საშუალებას, უფრო ქმედითი, აქტიური გახდეს "ნაციონალური მოძრაობა“ როგორც ცენტრალური პოზიციებით, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში. ხელისშემშლელი იქნება ნებისმიერი ჩასაფრებული პოზიცია, რასაც ვისმენთ ჩვენი მეგობრებისგან. ეს არც პარტიას და არც მათ საქმიანობას არ წაადგება“, – განაცხადა ბოტკოველმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები