ლევან ბეჟაშვილი - შალვა პაპუაშვილის მორიგი განცხადება არის "ქართული ოცნების" მანიპულაციური პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილის მორიგი განცხადება არის "ქართული ოცნების"  მანიპულაციური პოლიტიკა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც თავად ჰყავთ დაქირავებული ზონდერები და ძალადობენ პოლიტიკურ ლიდერებზე, მსგავსი ტიპის განცხადებები "ოცნებისგან" მანიპულაციაა.

"შალვა პაპუაშვილის მორიგი განცხადება არის "ქართული ოცნების" მანიპულაციური პოლიტიკა, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ახორციელებენ, თან მაშინ, როდესაც დღეს მთავარი მოძალადე არის სახელმწიფო, სახელმწიფოსგან, მმართველი პარტიისგან დაქირავებული ზონდერები და ბანდები დათარეშობენ თბილისის ქუჩებში და ძალადობენ ახალგაზრდებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციაში, ძალადობენ პოლიტიკურ ლიდერებზე.

ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმა ჯერაც არ გამოძიებულა, პასუხისმგებელი პირების უფლებამოსილება არ შეჩერებულა. ჩვენი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს სახლში მიუვარდნნენ და ამ ფონზე შალვა პაპუაშვილის კიდევ აქეთ ბრალდებები, ეს არის მორიგი მანიპულაცია", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები