ქართულ-ამერიკული აკადემია "პროგრესი" გაეროს მოდელირებულ კონფერენციას მასპინძლობს

ქართულ-ამერიკული აკადემია "პროგრესი" გაეროს მოდელირებულ კონფერენციას მასპინძლობს.

წელს პირველად, სკოლა "პროგრესის" ორგანიზებით გაეროს მოდელირებული კონფერენცია  ჩატარდება თემაზე "კლიმატის ცვლილება და ენერგორესურსები“. სამუშაო შეხვედრას "პროგრესის" სამივე ფილიალის მოსწავლეები დაესწრებიან.

გაეროს მოდელირებული კონფერენცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობის ზუსტი სიმულაციაა. მასში მონაწილეობის დროს მოსწავლეები თავად ხდებიან ისეთი პროცესების მონაწილეები, რომელიც გლობალური მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტას გულისხმობს საერთაშორისო დიპლომატიაში.

ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა როგორც საქართველოს, ასევე, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მოსწავლეებს ექნებათ.

კონფერენცია "გაეროს ასოციაცია საქართველოსთან" თანამშრომლობით ტარდება.

პროგრესის სამივე ფილიალში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) უკვე რამდენიმე თვეა, აქტიურად ფუნქციონირებს  გაეროს სწავლების კლუბები. კლუბის წევრობა მოსწავლეს ანიჭებს უპირატესობას დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს მსოფლიოს მასშტაბით დაგეგმილ სხვადასხვა კონფერენციებში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები