ბათუმში, სკოლა "პროგრესში" ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა არ დადასტურდა

ბათუმში, სკოლა "პროგრესში" ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ცრუ შეტყობინება შევიდა, - ამის შესახებ Front News-ს სკოლის დამფუძნებელმა ნინო ჩიკვაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, მუქარის შემცველი წერილი სკოლამ მეილზე მიიღო - უცნობი პირი სკოლის დაცლას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შენობის აფეთქებით იმუქრებოდა. 

"ეს არის ცრუ განგაში. სკოლა "პროგრესს" სამი ფილიალი აქვს - ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში, შეტყობინებაში, რაც მოვიდა მეილზე, არ იყო დაკონკრეტებული რომელ სკოლაზე იყო საუბარი. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაინც დავუკავშირდით 112-ს, განათლების სამინისტროს, ისინი შესაბამის პროტოკოლს მიჰყვებიან და უსაფრთხოების ზომებს იცავენ. 

საქმეზე დაწყებულია გამოძიება", - განაცხადა ნინო ჩიკვაშვილმა.

მსგავსი სიახლეები