ბორელი - არანაირი დაღლა არ იქნება, უკრაინა მეორე ბელარუსი არ გახდება

ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, უკრაინა მეორე ბელარუსი არ გახდება.

"მინდა მკაფიო სიგნალი გავუგზავნო პუტინს: არანაირი დაღლილობა არ არსებობს და არც იქნება. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ მას სჭირდება და სანამ საჭირო იქნება.

უკრაინა არის მსხვერპლი, რუსეთი - აგრესორი. რუსეთს არ სურს ბრძოლის შეწყვეტა და უკრაინასაც არ შეუძლია შეწყვიტოს ბრძოლა. თუ უკრაინას სურს უბრალოდ გააგრძელოს არსებობა, როგორც ერმა, მას არ შეუძლია გაჩერება. რუსეთს არ სურს გაჩერება, უკრაინას კი არ შეუძლია გაჩერება.

ბევრი ამბობს, რომ მათ მშვიდობა სურთ, ჩვენც გვსურს, მაგრამ ყველაზე მეტად მშვიდობა სურთ უკრაინელებს, მაგრამ არ გვსურს კაპიტულაცია, არ გვინდა, რომ უკრაინა მეორე ბელარუსად იქცეს", - განაცხადა ბორელმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები