ბორელი - ევროკავშირი გმობს განმეორებით თავდასხმებს უკრაინაზე, ეს არის ომის დანაშაული

ბოლო კვირის განმავლობაში რუსეთის ფედერაციამ თითქმის 190 რაკეტა გამოიყენა უკრაინის ინფრასტრუქტურაზე დასარტყმელად, ეს არის ომის დანაშაული, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

"ევროკავშირი გმობს განმეორებით თავდასხმებს უკრაინაზე გასული კვირის განმავლობაში.

რუსეთმა გამოიყენა დაახლოებით 190 რაკეტა მშვიდობიანი მოსახლეობის დასაზიანებლად, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად და რიგითი მოქალაქეები ელექტროენერგიისა და გათბობის სისტემის გარეშე დატოვა. ეს არის ომის დანაშაულები”, - წერს ბორელი.

22 მარტს უკრაინის ფართომასშტაბიანი დაბომბვის შემდეგ ხარკოვი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის თქმით, რუსეთის თავდასხმიდან მესამე დღეს, მომხმარებელთა 40%-ს ელექტროენერგია აღუდგა.

25 მარტის ღამეს ოდესაში აფეთქებები გაისმა. რამდენიმე უბნის მოსახლეობა ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩა.  მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ოდესასა და ოლქში რუსებმა კამიკაძე დრონების თავდასხმით ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დააზიანა.

რაც შეეხება ნიკოლაევს, იქ რუსული თავდასხმის გამო ხანძარი  გაჩნდა, დაშავდა 11 ადამიანი.

დღეს დილით, უკრაინის ზოგიერთ რეგიონში, მათ შორის კიევსა და ოლქში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა. კიევში თითქმის მაშინვე მოხდა აფეთქებები. დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის 16 წლის გოგონა.

მსგავსი სიახლეები