"ახლა, ისე როგორც არასდროს, აუცილებელია დავდგეთ ერთად, უარი ვუთხრათ საზოგადოების დაყოფისა და სიძულვილის პოლიტიკას და დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი!"

ქართველი ხალხის დამოკიდებულება ლგბტ ადამიანების მიმართ საგრძნობლად გაუმჯობესდა, მივიღეთ რამდენიმე პროგრესული კანონიც, თუმცა ახლა მიღწეული პროგრესიც კი აშკარა საფრთხეშია, - ამის შესახებ "თბილისი პრაიდის" განცხადებაშია აღნიშნული.

"დღეს 17 მაისია, ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე! 

ზუსტად 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ დღის აღსანიშნავად თბილისის ცენტრში შეკრებილ რამდენიმე ათეულ მშვიდობიან მოქალაქეს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა ძალადობრივი ბრბო. 2013 წლის 17 მაისი საქართველოს თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი შავი ლაქა და სამარცხვინო დღეა, რომელმაც ფიზიკურად და ემოციურად დააზიანა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები და შელახა საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია. ამავდროულად, ამ დღემ ცხადად აჩვენა ლგბტ ადამიანების ჩაგვრები და ბიძგი მისცა ფართო საზოგადოებრივ დისკუსიებს ამ საკითხის გარშემო. 

გასული ათწლეულის განმავლობაში ჩვენმა საზოგადოებამ განაგრძო ზრდა და მომწიფება. ქართველი ხალხის დამოკიდებულება ლგბტ ადამიანების მიმართ საგრძნობლად გაუმჯობესდა. მივიღეთ რამდენიმე პროგრესული კანონიც. თუმცა, ახლა მიღწეული პროგრესიც კი აშკარა საფრთხეშია. ბოლო დროს, მმართველი პარტია, სიძულვილის წახალისებითა და საზოგადოების დაყოფით, ჩვენს უკან, წარსულში, დაბრუნებას ცდილობს. 2021 წლის 5 ივლისს ვნახეთ უპრეცედენტო ძალადობა, რომლის შემოქმედებიც დღემდე დაუსჯელები არიან. მარტში მთავრობამ მხარი დაუჭირა რუსულ კანონს, რომლის მიზანიც სამოქალაქო საზოგადოების და მედიის ტერორი იყო. 

ბოლო რამდენიმე თვეა, მაღალი თანამდებობის პირები და პოლიტიკოსები აქტიურად იყენებენ პუტინისტურ ჰომოფობიურ რიტორიკასა და სიძულვილის ენას. დღის წესრიგში თანდათანობით ჩნდება ახალი კანონპროექტები, რომელთა მიზანიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და საზოგადოების ხმის ჩახშობაა. 

ყოველივე ეს ხდება იმის ფონზე, რომ რუსეთი არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ლგბტ საკითხებს საზოგადოებაში ხელოვნური განხეთქილების ჩამოსაგდებად და რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადასატანად იყენებს. რუსეთის მიზანი იყო და არის საქართველოს დემოკრატიული განვითარების ხელშეშლა და ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟი. 

და ბოლოს, ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ვიხსენებთ ადამიანებს, რომლებზეც ძალადობენ იმის გამო თუ ვინ არიან და ვინ უყვართ. ქედს ვუხრით ლგბტ+ თემის გამძლეობასა და შეუპოვრობას ღირსეული და დაცული სამყაროსთვის ბრძოლაში. 

გვჯერა, რომ ქართველი ხალხი სწორად შეაფასებს არსებულ ვითარებას. ახლა, ისე როგორც არასდროს, აუცილებელია დავდგეთ ერთად, უარი ვუთხრათ საზოგადოების დაყოფისა და სიძულვილის პოლიტიკას და დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი!", - აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FTiflisPride%2Fposts%2Fpfbid05AchqLK3ikoQuJTZNSuCs7nfQiNY2Chb7r7pR5UCCyWiJLNpCZQGagNdXpoPwJktl&show_text=true&width=500" width="500" height="751" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>