"29 აპრილს, 17:00 საათზე შევიკრიბებით ვაკის პარკში და ერთად დაველოდებით მოვლენათა განვითარებას, შემოგვიერთდით"

ორშაბათს, 29 აპრილს, 17:00 საათზე, ვაკის პარკში აქცია გაიმართება, რომლის ორგანიზატორები არიან "ტალღა", "კარი" და "სტუდენტები ევროპული მომავლისთვის".

"რუსულ ოცნებას დაგეგმილი აქვს თავისუფლების მოედანზე აქციის ჩატარება. პარალელურად, ჩანიშნეს რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა და ბიუროს სხდომა. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ყოველგვარ კონფრონტაციას და დაპირისპირებას.

ამიტომ, 17:00 საათზე შევიკრიბებით ვაკის პარკში და ერთად დაველოდებით მოვლენათა განვითარებას. თუ მმართველი პარტია 29-ში შეეცდება მეორე მოსმენის და კენჭისყრის ჩატარებას, ჩვენი მხრიდან მიიღებს მძლავრ და სამართლიან პროტესტს. შემოგვიერთდით.

ჩვენი არჩევანი ევროპაა და აქ რუსულ კანონს ვერასდროს ვერავინ მიიღებს. გელოდებით 29-ში, ვაკის პარკში, 5 საათიდან", - აღნიშნულია განცხადებაში.

29 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მეორე მოსმენა დაიწყება. ამავე დღეს, "ქართული ოცნება" აქციის გამართვას აპირებს.

მანამდე, აქცია ხვალ, 19:00 საათზე, პარლამენტთან გაიმართება, რომლის ორგანიზატორებიც არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. აქციას ოპოზიციური პარტიებიც უერთდებიან.