დილარ ხაბულიანი - კონკრეტულად ვინ ვისთან იყო გარიგებული უნდა გაირკვეს

კარგი იქნება თუ "ოცნება" დაასახელებს მასთან ვინ შედიოდა ლაპარაკში და რაზე გარიგდნენ ისინი თვითონ, - ამის შესახებ უფრაქციო დეპუტატმა დილარ ხაბულიანმა განაცხადა.

"კენჭისყრამდე მე პარლამენტში მოვედი და მოვედი იმისათვის, რომ ქალბატონი ნინოსთვის, ნიშნიანიძესთვის მხარი დამეჭირა. მოვედი, განვაცხადე ყველასთან, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიყავი ვალდებული, იმიტომ, რომ მე ჩემი პოზიცია მქონდა, იქაც ეს ყველამ ჩვეულებრივად მივიღეთ, გვარებს და სახელებს არ ვასახლებ, არც არის საჭირო. თვითონ სხდომათა დარბაზში მოხდა ეს ყველაფერი.

გაუგებრობაში მოჰყვა ყველა, ზოგი ერთს უჭერდა მხარს, ზოგი მეორეს, ზოგი - მესამეს, არ იყო საერთო მოლაპარაკება, ვისთვის დაეჭირათ მხარი.

კონკრეტულად ვინ ვისთან იყო გარიგებული უნდა გაირკვეს, ისე, კარგი იქნება თუ "ოცნება" დაასახელებს მასთან ვინ შედიოდა ლაპარაკში და რაზე გარიგდნენ ისინი თვითონ", - აცხადებს ხაბულიანი.  

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კანდიდატებს კენჭისყრის დროს გუშინ მხარი დაუჭირა ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა – ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა და ასევე დილარ ხაბულიანმა.

გუშინვე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა“ ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა დატოვეს.

უახლესი ამბები