რატი ბრეგაძე - ექიმების დასკვნა როდესაც იქნება, რომ შესაძლებელია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას

ექიმი როდესაც გვეტყვის, რომ შესაძლებელია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა, ის გამოჯანმრთელდა, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.

"შეხვედრა შეეხებოდა, აქ არაფერია დასამალი, მსჯავრდებულ სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციას. ბუნებრივია, ვისაუბრეთ მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც და მიმოვიხილეთ სხვადასხვა საკითხებიც, რომელზეც გასაგები მიზეზების გამო მოვერიდები საჯაროდ საუბარს.

ადამიანს თუ სჭირდება სამედიცინო დახმარება, ის ამ დახმარებას იღებს კერძო კლინიკა „ვივამედში“, როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი დასკვნა, რომ შესაძლებელია ამ ადამიანის გადაყვანა და ის არის სრულიად განკურნებული ბუნებრივია, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

მკურნალობაზე პასუხისმგებელი არის ექიმი ჩვენ არა, ჩვენ არ ვართ ექიმები. როდესაც ექიმი გვეტყვის რომ შესაძლებელია უკვე ამ ადამიანის გადაყვანა, ის გამოჯანმრთელდა, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

ამ ეტაპზე ეს ადამიანი გადის მკურნალობის კურსს და მოვუწოდებთ როგორც უშუალო მსჯავრდებულ სააკაშვილს, ასევე მისი ოჯახის წევრებს და მხარდამჭერებს, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ამ ადამიანს, რომ ის სრულად დაემორჩილოს სამედიცინო რეკომენდაციებს და უმოკლეს ვადაში გამოჯანმრთელდეს.

კონკრეტულ მოთხოვნაზე, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი სამკურნალოდ ყოფილიყო გადაყვანილი ვარშავაში, ამაზე იყო პასუხი, ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე. დანარჩენ სარჩელს რაც შეეხება, როდესაც დაცვის მხარე წარადგენს სარჩელს, როდესაც სასამართლო გამოგვიგზავნის ჩვენ, მერე ვისაუბრებთ უკვე ამ საკითხზე და რაც შეეხება გადაწყვეტილებას, პოლონეთში მსჯავრდებულ სააკაშვილის გადაყვანაზე, ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არის საბოლოო", – განაცხადა რატი ბრეგაძემ დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები