ელენე ხოშტარია - ეს იყო პირდაპირ მოღალატეების მოქმედება, რომლებიც იცავდნენ ოკუპანტის უფლებას

რაც ჩვენ ვიხილეთ ყვარელში გუშინწინ, ეს იყო პირდაპირ მოღალატეების მოქმედება, რომლებიც იცავდნენ ოკუპანტის უფლებას, ეცეკვა ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ პარტია "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორის დატოვების შესახებ განაცხადა. 

"შესაბამისად, ისინი გასცდნენ არამხოლოდ კონსტიტუციას და კანონს, რასაც ხშირად აკეთებდნენ, არამედ შეურაცხყოფა მიაყენეს ყველა ქართველს, ყველა დაღუპულ გმირს, საქართველოს ყველა მოქალაქეს. ამის შემდეგ მათ ძალისმიერად, შეურაცხმყოფლად დააკავეს აქტივისტები, რომლებიც იცავდნენ ქვეყნის ღირსებას. შესაბამისად, სრულიად შეგნებულად და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს იქნება სულ ასე.

მე მივედი და დავუპირისპირდი პოლიციის თანამშრომელს სრულიად შეგნებულად  და ვითხოვდი კონკრეტულად იმ მომენტში ადვოკატის შეშვებას აქტივისტებთან. ეს არის ის პასუხი, რომელსაც მიიღებენ ყოველ ჯერზე. პოლიციელობა არ არის უბრალოდ ფორმის ქონა, პოლიციელობა არ არის, ემსახურო ივანიშვილს და ლავროვს. პოლიციელობა არის დაიცვა ქვეყნის ღირსება და დაიცვა კანონი, რაც მათ დაარღვიეს და ამაზე ყოველთვის იქნება რეაქცია. 

მე პირადად ვინც დამაკავა კახეთში, არანაირი პრეტენზია იმასთან არ გამაჩნია, თუმცა თვითონ პროცესი იყო მათთვისვე დამამცირებელი. დარბოდნენ, სადღაც მიმარბენინებდნენ, სადღაც მომარბენინებდნენ... სხვათა შორის, მინდა ვთქვა, რომ სახალხო დამცველის ორი წარმომადგენელი იყო მოსული, რომლებმაც დაინახეს, როგორ გამაქცუნეს იქ, სადღაც გაურკვეველი მიმართულებით და სამწუხაროდ, არანაირი განცხადება ამაზე არ გაუკეთებიათ. სახალხო დამცველი, სამწუხაროდ, არის იგივე ივანიშვილის. არამხოლოდ ამიტომ, ამ ფაქტის გამო არა, მანამდეც ვიცოდი, რომ ლევან იოსელიანი არის "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს დამატებითი ფაქტიც ამაზე მეტყველებს.

ადვოკატს არ ურეკავდნენ, ოჯახში არ მარეკინებდნენ, ამაში ცხოვრობენ ჩვენი აქტივისტები წლების განმავლობაში, ამაში ახალი არაფერი არ არის. მათ შორის დღესაც უარი ვთქვი სასამართლოში წასვლაზე. არ ვაპირებ მე ამათთან თანამშრომლობას", - განაცხადა ხოშტარიამ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები