საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციამ ჰენრი ჯექსონის საზოგადოების მიერ გამართულ მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციამ, რომელიც ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ლონდონში იმყოფება, მონაწილეობა მიიღო ჰენრი ჯექსონის საზოგადოების მიერ გამართულ მრგვალ მაგიდაში.

შეხვედრაში 15-მდე ბრიტანელი ექსპერტი და ანალიტიკოსი მონაწილეობდა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის პოლიტიკა, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია, რეგიონული უსაფრთხოების და ასევე, ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები მიმოიხილა.

ნიკოლოზ სამხარაძის მოხსენების შემდეგ, დისკუსია გაიმართა.

ბრიტანელი ექსპერტები და ანალიტიკოსები საქართველოში რუსული დეზინფორმაციის კამპანიით და რუსების მიერ გამოყენებული მეთოდებით დაინტერესდნენ. საუბარი შეეხო რეგიონებში არსებული ვითარებას, საქართველოს მიერ უსაფრთხოების გამოწვევების გამკლავებას.

კითხვები ასევე ეხებოდა საქართველოში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებსა და რუსეთის მოქალაქეებს.

"შეხვედრაზე მიმოვიხილეთ ჩვენი ფართო რეგიონი, რომელიც მოიცავს შავი ზღვის რეგიონს, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას. ხაზი გავუსვით საქართველოს, როგორც წამყვანი ქვეყნის როლს რეგიონში და ბრიტანელ კოლეგებს მივაწოდეთ ინფორმაცია თუ როგორ ვხედავთ ჩვენ ამ რეგიონის სამომავლო განვითარებას“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი და წევრები: ირაკლი მეზურნიშვილი და ხათუნა სამნიძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები