ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამნაღმველები მუშაობენ

განგაშია ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, სადაც გამნაღმველები და სამართალდამცველები მუშაობენ. შენობიდან მოქალაქეები გამოიყვანეს. 

ადვოკატ დალი სულაქველიძის თქმით, პროცესზე იმყოფებოდა, როცა მოსამართლემ სხდომა მოულოდნელად შეწყვიტა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ელექტრონულ ფოსტაზე სასამართლოში შევიდა შეტყობინება, რომ შენობა დანაღმულია.

"მანდატურმა მოსამართლეს რაღაც ჩუმად უთხრა, მოსამართლემ გამოაცხადა, რომ უნდა შევწყვიტოთ სასამართლოს სხდომა და გამოვაცხადო შესვენება. ჩვენთვისაც გაუგებარი იყო. მერე გაირკვა, რომ თურმე ელექტრონულად ფოსტაზე სასამართლოში მოვიდა შეტყობინება, რომ შენობა იყო დანაღმული და ყველას გაუსწორდებოდნენ, ყველას დამხობა ჰქონდათ გადაწყვეტილი. მარტო ჩვენთან კი არა ყველა სასამართლოში მისულა შეტყობინება. ყველა გამოვიქეცით", - აცხადებს ადვოკატი. 

ასევე არსებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს შენობებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა, რადგან შევიდა ცნობა, რომ შენობაში ასაფეთქებელია. 