ბორის კოლარი - უარი უნდა ვთქვათ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს საქართველოს

უარი უნდა ვთქვათ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე, - ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა სლოვაკეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ბორის კოლარმა განაცხადა.

"ევროკავშირში გაწევრიანება არ არის ადვილი პროცესი, მაგრამ მთლიანი გზა, მთლიანი ტენდენცია უნდა იყოს თვალნათელი. ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები და უარი უნდა ვთქვათ ისეთ ნაბიჯებზე, რაც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს და უარი უნდა ვთქვათ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს საქართველოს ამ გზაზე. მინდა ძალიან გულწრფელი ვიყო, ჩვენ როგორც სლოვაკეთს გვესმის ეს. სლოვაკეთს თავისი გზის დასაწყისში მოწვევა არ გვქონია 1998 წელს, რომ გავწევრიანებულიყავით ევროკავშირში, მაგრამ ბოლოს ჩვენ მივაღწიეთ და გავწევრიანდით 2004 წელს სხვა ქვეყნებთან ერთად. ჩვენ პირველ პრიორიტეტად გავიხადეთ ევროინტეგრაცია და საქართველოშიც აუცილებელია, რომ ყველა - პოზიცია, ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, იყოს ერთიანი ევროკავშირისკენ მისწრაფებაში, მნიშვნელოვანია ასეთი სიგნალის გაშვება.

ნორმალურია ყველა პოლიტიკურ ქვეყანაში განსხვავებები, მაგრამ თუ პოლარიზაციასთან გვაქვს საქმე, ამით საზოგადოებას, მათ მომავალ განვითარებას ვაყენებთ ზიანს და ხდება დეზინფორმაცია. მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკოსმა შექმნას კონტაქტები, ხიდები ააშენოს ერთიანობის და ჩვენ იმისთვის ვართ აქ, რომ ჩვენი გამოცდილება გაგიზიაროთ და შეიძლება ხარვეზებზეც მიგითითოთ, რომელიც უნდა მოგვარდეს. 

ჩვენი ვიზიტის გზავნილი გახლავთ ის, რომ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს გზას და მისწრაფებას ევროკავშირისკენ და ჩვენ ვართ მეგობრები საქართველოსი“, - განაცხადა ბორის კოლარმა.

უახლესი ამბები