გუმენიუკი - ოკუპანტებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური შიგნიდან ააფეთქეს

ოკუპანტებმა კახოვსკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი შიგნიდან ააფეთქეს. დაზიანების ხარისხი უარყოფს რუსების ყალბ მტკიცებას "უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო დარტყმის შესახებ", - განაცხადა უკრაინის სამხრეთი თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა.

"აბსოლუტურად, ეს არ არის სარაკეტო დარტყმა. ეს ჩანს თუნდაც დაზიანების ხარისხზე, თავად კაშხლის ვიზუალით. ნათელია, რომ აფეთქება შიგნიდან მოხდა", - განაცხადა გუმენიუკმა.

რუსმა ოკუპანტებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. უკრაინის პრეზიდენტმა უკვე მოიწვია ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა. პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა ჰესის კაშხლის აფეთქებას ეკოლოგიური ტრაგედია უწოდა.

"უკრჰიდროენერგოს“ ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ აფეთქებული კახოვკის ჰესი ვერ აღდგება ყოფილი სახით, მთლიანად განადგურებულია სამანქანო განყოფილების აღჭურვილობა.

პოტენციური წყალდიდობის ზონაში 80-მდე დასახლებული პუნქტია და მათი უმეტესობა მტრის მიერ დროებით ოკუპირებულია.

მსგავსი სიახლეები