"მითხრეს, რომ ჩემი შტატი გაუქმებულია, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კობა ხუბუნაია დაინიშნა"

ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კობა ხუბუნაია დაინიშნა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში კინოცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო კუხალაშვილი წერს.

"წულუკიანმა დაიწყო კინოცენტრის რეორგანიზაცია. დღეს დამირეკეს კულტურის სამინისტროდან და მითხრეს, რომ ჩემი შტატი გაუქმებულია და 12 ივლისიდან განთავისუფლებული ვარ დირექტორის მოადგილის პოზიციიდან. 

მოადგილეების პოზიციის გაუქმებას სჭირდება ცვლილების შეტანა კინოცენტრის დებულებაში, რაც რა თქმა უნდა, განახორციელა წულუკიანმა. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშა კობა ხუბუნაია, რომელიც ორი დღით ადრე დანიშნეს კინოცენტრის ფინანსურ მენეჯერად, რომელსაც ამავე დროს უჭირავს კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის პოზიცია. 

უბრალოდ ინფორმაციისთვის, თორე ახალი არაფერია, კინოცენტრს დიდი ხანია, ვუწოდე კულტურის სამინისტროს დეპარტამენტი და ახლა ეს ყველაფერი სამართლებრივად "გაიმართა”, - წერს კუხალაშვილი.

მსგავსი სიახლეები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fnino.kukhalashvili.3%2Fposts%2Fpfbid02xvbaFogA24gxj5EwxpShbtpf1NkNhczrZX45nXhVD9VmhpNeu6PXCmFp63BgbyUZl&show_text=true&width=500" width="500" height="362" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>