ზურაბ აზარაშვილი - ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში 120 ათას ლარს დღეიდან სრულად დაფარავს სახელმწიფო

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.

"მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ მთავრობის სხდომაზე. ერთ-ერთი საკითხი ეხება ორგანოთა ტრანსპლანტაციის ბიუჯეტში ცვლილებებს. მნიშვნელოვანია, რომ, ღვიძლის გადანერგვის შემთხვევაში, 120 000-ლარიან ოპერაციას სახელმწიფო აფინანსებდა მხოლოდ 70 000 ლარით. ეს ხშირ შემთხვევაში ისეთ სეგმენტს ეხება, სადაც რთულია დარჩენილი 50 ათასი ლარის მობილიზება და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად დავაფინანსოთ ოპერაციის ხარჯები, როგორც დიაგნოსტიკასთან, ისე ოპერაციასთან დაკავშირებული. 

ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში 120 ათას ლარს დღეიდან სრულად დაფარავს სახელმწიფო“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები